ივნისი 23, 2018
weather cur airplane horoscope tv

საბერძნეთში საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი მოედანზე იარაღით შეიჭრა

12:36 - 12 მარტი 2018 hits 332

საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატში სალონიკის „პ.ა.ო.კ.“-სა და ათენის „ა.ე.კ.“-ს შორის გამართულ პრინციპულ მატჩში, რომელიც პრაქტიკულად ქვეყნის ჩემპიონობის ბედს წყვეტდა, მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო „პ.ა.ო.კ.“-ის პრეზიდენტი ივან სავიდისი მოედანზე იარაღით შეიჭრა და მსაჯებს მოკვლით დაემუქრა.

მასპინძელმა სალონიკელებმა ანგარიშის გახსნა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს, თუმცა შეხვედრის არბიტრმა რამდენიმე წუთის შემდეგ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა, რამაც საფეხბურთო ჩინოსანი განარისხა.

სამსაჯო ბრიგადამ გასახდელს თავი სპეცრაზმის დახმარებით შეაფარა. აღნიშნული მატჩი შეწყდა და ჯერ-ჯერობით უცნობი ვადით გადაიდო.

ამ მომენტისთვის საბერძნეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზე „ა.ე.კ.“ 54 ქულით იმყოფება. მას ორი ქულით ჩამორჩება „პ.ა.ო.კ.“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]