weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ქართველი სუმოისტების წარუმატებელი დღე

10:43 სამშაბათი, 13 მარტი 2018

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირის მე-2 დღე ორივე ქართველი სუმოისტისთვის წარუმატებელი გამოდგა. ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი დამარცხდა, რანგით დაბალ დივიზიონ ძურიოში კი - თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ.

დასავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე ტოჩინოშინი აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ტამავაშის შეხვდა და მართალია, მონღოლ მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში საგრძნობი უპირატესობა (12-3) ჰქონდა, ამჯერად დამარცხდა.

ძურიოში ასევე პირველი მარცხი შეემთხვა აღმოსავლეთის მე-5 განთესვის მქონე გაგამარუს. ქართველი გოლიათის დაჯაბვნა მონღოლმა ტერუნოფუჯიმ (დასავლეთის მე-5 ნომერი) მოახერხა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და უკანასკნელ ექვს თვეში პირველი გამარჯვება სწორედ ჯუღელთან იზეიმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]