weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მარადონამ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

16:44 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი გუნდები დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორ მარადონას მშობლიური ქვეყნის ეროვნული ნაკრები მოახლოებული მუნდიალის ფავორიტად არ მიაჩნია.

„საფრანგეთს კარგი გუნდი ჰყავს. მის შემადგენლობაში საუცხოო მოთამაშეები არიან, მაგალითად, როგორიცაა პოგბა, მაგრამ ფრანგები ფავორიტები არ არიან. ეს გუნდი უფრო უკეთესი იქნებოდა, რიბერი რომ ნაკრებში დაბრუნებულიყო. პირადად მე ფავორიტებად გერმანია და ესპანეთი მიმაჩნია“, - განაცხადა ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ.

საყოველთაო მოსაზრებით, რუსეთი 2018-ის ფავორიტებად საფრანგეთი, ესპანეთი, ბრაზილია და მოქმედი ჩემპიონი გერმანია მიიჩნევიან. ბევრი სპეციალისტის შეფასებით კი წარმატების შანსები ასევე ექნებათ პორტუგალიის, ბელგიისა და არგენტინის ეროვნულ გუნდებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]