weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბოლო 80 წლის მანძილზე პირველად მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისელი მსაჯის გარეშე ჩაივლის

12:12 პარასკევი, 30 მარტი 2018

FIFA-მ მოახლოებული მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის არბიტრების სრული სია გამოაქვეყნა. რუსეთში გასამართ მუნდიალზე ინგლისელი მსაჯი არ ფიგურირებს, რაც 1938 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ბრიტანელი მსაჯი არ იმუშავებს.

აღნიშნული ინფორმაცია მოულოდნელი არაა, რადგან ბოლო ინგლისელი მსაჯი, რომელიც დიდ ტურნირს მოემსახურა, მარკ კლატენბურგი იყო. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ (ფინალის არბიტრი) იგი საუდის არაბეთში წავიდა, სადაც მსაჯებს ხელმძღვანელობს, შესაბამისად ინგლისმა ადგილი დაკარგა. ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ სთხოვა FIFA-ს მარკ კლატენბურგი სხვა მსაჯით შეეცვალა, თუმცა უარი მიიღო. კლატენბურგის მსგავსად, პენსიაზე გავიდა 46 წლის მარტინ ატკინსონიც.

2018 წლის მსოფლიო პირველობას 36 მსაჯი და 63 დამხმარე მსაჯი მოემსახურება. შედარებისთვის, ოთხი წლის წინ ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე 25 მთავარი არბიტრი იყო, იმის წინ 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში კი - 38.

წელს მუნდიალზე ევროპის ზონიდან 10 მთავარი მსაჯი იქნება, ესენი არიან:

ფელიქს ბრიხი (გერმანია), ჯუნეით ჩაქირი (თურქეთი), სერგეი კარასიოვი (რუსეთი), ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია), შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი), ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი), მილორად მაჟიჩი (სერბეთი), ჯანლუკა როკი (იტალია), დამირ სკომინა (სლოვენია), კლემან ტურპენი (საფრანგეთი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]