weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლაშა ტალახაძე ევროპის სამგზის ჩემპიონია

22:23 კვირა, 01 აპრილი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 2018 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა. ბუქარესტში ჩატარებულ ჩემპიონატზე მან ორივე დისციპლინა (ატაცი და აკვრა) მოიგო. ტალახაძემ ატაცში 210 კილოგრამი, აკვრაში კი 247 კილოგრამი დასძლია და საერთო ჯამში 457 კილოგრამი დააგროვა.

„შვიდი წლის წინ ვიყავი რუმინეთში და გამარჯვება მოვიპოვე. ეს ჩემი პირველი წარმატება იყო ოცწლამდელებს შორის. იქედან დაიწყო ჩემი დიდი სპორტი. 2019 წელს საქართველო უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს, სადაც მონაწილეობას მივიღებ. ჩემს ყველა გულშემატკივარს უკეთეს შედეგს ვპირდები“, – აღნიშნა ლაშა ტალახაძემ გამარჯვების შემდეგ.

ატაცში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ირაკლი თურმანიძემ მოიპოვა. მან 192 კილოგრამი დაძლია.

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონი 2016 და 2017 წლებშიც გახდა. 2017 წლის დეკემბერში აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]