weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„თელავმა“ სტუმრად ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხა

10:32 ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის მატჩში, ქუთაისში ქობულეთის „შუქურა“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა და სატურნირო ცხრილშიც მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე გავიდა, თავი გიორგი ნიქაბაძემ გამოიჩინა.

„თელავმა“ აღნიშნული გამარჯვებით 7 ქულა მოაგროვა და ხუთი ტურის შემდეგ ჯერ-ჯერობით მე-4 ადგილზეა.

მორიგი ტურის მატჩს „თელავი“ 13 აპრილს გამართავს და შინ თბილისის „შევარდენს“ უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]