აპრილი 23, 2018
weather cur airplane horoscope tv

გურჯაანის „ალაზანი“ ახალ სეზონს იწყებს

12:13 - 11 აპრილი 2018 hits 980
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

საფეხბურთო კლუბმა გურჯაანის „ალაზანმა“ ეროვნული ჩემპიონატის რანგით ყველაზე დაბალ ე.წ. ღია ლიგაში წლევანდელი გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. „ალაზანმა“ მე-5 რანგის ლიგაში პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა და ახალქალაქის „აბული“ 3:0 დაამარცხა.

გასულ წელს განცდილი კრახის შემდეგ, როდესაც „ალაზანი“ რეგიონალლიგიდან ღია ლიგაში დაქვეითდა, გუნდს ახალი სეზონისთვის გამოცდილი მოთამაშეები დაუბრუნდნენ, რომლებიც წინა წლებში გამოდიოდნენ გუნდის შემადგენლობაში. „ალაზანს“ მოთამაშე-მწვრთნელი ოთარ ვარამიშვილი ავარჯიშებს. გუნდში ამ მომენტისთვის 16 ფეხბურთელი ირიცხება.

ღია ლიგაში სულ 10 გუნდი ასპარეზობს. „ალაზანი“ მომდევნო შეხვედრას 17 აპრილს სტუმრად ნინოწმინდაში გამართავს და „ფარავანს“ დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]