weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სერხიო რამოსს დისკვალიფიკაცია ემუქრება

11:57 პარასკევი, 13 აპრილი 2018

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი შესაძლოა UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს. ესპანელი ცენტრალური მცველი „იუვენტუსთან“ მატჩის მეორე ტაიმში სტადიონის გვირაბთან ყოფნის გამო დაისჯება, რადგან დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს UEFA-ს წესდების მიხედვით იქ ყოფნის უფლება არ აქვს.

სერხიო რამოსი, რომელიც „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრას მიღებული ყვითელი ბარათების გამო ტოვებდა, ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნაზე იჯდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „იუვენტუსმა“ სამი გოლი გაუტანა მის გუნდს, რამოსმა სათადარიგო სკამთან ახლოს, გვირაბის შესასვლელთან გადაინაცვლა, მატჩის ბოლო წუთზე კი ტურინელთა თავკაც მასიმილიანო ალეგრისთან შელაპარაკებაც მოუხდა.

UEFA საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. თუ სერხიო რამოსი დაისჯება, მაშინ „სამეფო კლუბს“ ნახევარფინალში მის გარეშე მოუწევს ორი თამაშის ჩატარება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიზეზის გამო UEFA-მ დისკვალიფიკაცია წარსულში შაბი ალონსოს მიუსაჯა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]