weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

15:15 პარასკევი, 13 აპრილი 2018

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პლეი-ოფის ეტაპზე მორიგი კენჭისყრა გაიმართა და ოთხ მონაწილე გუნდს შორის ნახევარფინალური წყვილები გახდა ცნობილი.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბ-ბინაში გამართულ წილისყრაზე არანაირი შეზღუდვა და განთესვის წესი აღარ მოქმედებდა, შესაბამისად, ოთხი კლუბი პირდაპირი კენჭისყრით დააწყვილეს.

კენჭისყრაზე, რომელსაც UEFA-ს ჩინოსანი ჯორჯო მარკეტი და კიევში გასამართი ფინალის ელჩი ანდრეი შევჩენკო უძღვებოდნენ, შემდეგი ნახევარფინალური წყვილები შედგა:

ბაიერნი - რეალი

ლივერპული - რომა

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩები 24 და 25 აპრილს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 1-ელ და 2 მაისს გაიმართება. რაც შეეხება ფინალს, იგი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე 26 მაისს შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]