weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გურჯაანის „ალაზანმა“ ნინოწმინდის „ფარავანი“ სტუმრად 6:1 დაამარცხა

12:33 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

გურჯაანის რეორგანიზებულმა საფეხბურთო კლუბმა „ალაზანმა“ ღია ლიგაში გამართული მე-2 ტურის მატჩი სტუმრად დიდი ანგარიშით მოიგო. „ალაზანმა“ ნინოწმინდაში ადგილობრივი „ფარავანი“ 6:1 დაამარცხა.

გურჯაანელთა მხრიდან ე.წ. პოკერი შეასრულა თორნიკე დანაჭრელიშვილმა, თითო გოლი კი გოჩა ქაჩლიშვილისა და ილო ბეროშვილის ანგარიშზეა.

ორი ტურის თავზე „ალაზანი“ სატურნირო ცხრილის ლიდერია. მომდევნო შეხვედრას გუნდი 24 აპრილს გურჯაანში გამართავს და პრინციპულ მატჩში გორის „ლეგიონს“ დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]