weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქართველი ჰოკეისტები მოულოდნელად დამარცხდნენ

11:31 შაბათი, 21 აპრილი 2018

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში მოპოვებული 3 გამარჯვების შემდეგ დაუგეგმავი მარცხი იწვნია. როლანდ სვანიძის გაწვრთნილი ქართველი ჰოკეისტები ტურნირის მასპინძელ სამხრეთ აფრიკას შეხვდნენ და გუნდთან, რომელსაც მანამდე სამივე თამაში წაგებული ჰქონდა, 2:4 დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა აფრიკელებს კარში დარტყმებში აშკარად აჯობა - 52:29, თუმცა ეს უპირატესობა შედეგში ვერ ასახა.

ქართველები ოლივერ ობოლგოგიანის დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ, მაგრამ სამხრეთ აფრიკამ პირველივე პერიოდში წინ გავიდა, მეორეში ანგარიში ისევ ობოლგოგიანმა გაათანაბრა, თუმცა მასპინძლებმა ბოლო 8 წუთში 2-ჯერ იხეირეს და ნანატრი გამარჯვება იზეიმეს.

კარგი ისაა, რომ მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები კლავაც საკუთარ თავზეა დამოკიდებული. ქართველები შეჯიბრის დასკვნით მატჩს 22 აპრილს ტაივანთან გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიო პირველობის II დივიზიონის საგზურს მოიპოვებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ფრეც ეყოფა, თუკი თურქეთისა და ბულგარეთის შეხვედრაც ყაიმით დასრულდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]