weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„ბარსელონამ“ ესპანეთის სამეფო თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო

18:53 კვირა, 22 აპრილი 2018

ჩემპიონთა ლიგაზე „რომასთან“ სირცხვილნაჭამი „ბარსელონა“ როგორც ჩანს, მალევე გამოვიდა შოკიდან და მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოიგო. ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა „კოპა დელ რეის“ ფინალში „სევილია“ არ დაინდეს და ანდალუსიური კლუბი 5 უპასუხო გოლით დასაჯეს.

მადრიდის „ატლეტიკოს“ სტადიონ „ვანდა მეტროპილოტანოზე“ გამართულ ფინალურ მატჩში ანგარიში ლუის სუარესმა ფილიპე კოუტინიოს გადაცემით გახსნა, შემდეგ ჟორდი ალბას ქუსლური პასიდან ლეო მესიმ გაისწორა მიზანი, ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი სუარესმა სხვაობა გაზარდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანდრეს ინიესტამ მეოთხე გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ფილიპე კოუტინიომ პენალტით დააფიქსირა.

 

კატალონიურმა გრანდმა ესპანეთის სამეფო თასი ზედიზედ მეოთხედ, სულ კი ოცდამეათედ მოიგო, რაც ამ ტურნირის რეკორდია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]