weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ახმეტელი პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

13:42 სამშაბათი, 24 აპრილი 2018

თურქეთის ქალაქ ანტალიაში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება (IBSA Judo World Cup) ქართველი ძიუდოისტის, ზვიად გოგოჭურის გამარჯვებით დასრულდა.

ზვიად გოგოჭურმა ფინალში ბრიტანელი ძიუდოისტი, 2012 წლის ლონდონის პარალიმპიური თამაშების ვერცხლისა და 2008 წლის პეკინის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი სემ ინგრემი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ტურნირზე, რომელიც 19-დან 24 აპრილის ჩათვლით გაიმართა, საქართველოს უსინათლოთა ძიუდოს ნაკრების წევრებმა - გიორგი გამჯაშვილმა (66 კგ), ბაჩუკი შელიამ (73 კგ), გიორგი ბერიძემ (81 კგ), ზვიად გოგოჭურმა (100 კგ) იასპარეზეს.

საქართველოს პარაძიუდოს დელეგაცია სამშობლოში დღე დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ზვიად გოგოჭურმა 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგოჭურმა რიოს თამაშებზე უკრაინელი, არგენტინელი და ამერიკელი მეტოქეები დაამარცხა. ის პირველი ქართველია, ვინც პარალიმპიურ თამაშებზე მედალი აიღო.

1996-2007 წლებში, ახმეტაში ზვიად გოგოჭურის მწვრთნელი ზეზვა (ტარიელ) შათირიშვილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]