weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ევროლიგაზე

12:16 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018

ევროლიგის პლეი-ოფში სტამბოლის „ფენერბაჰჩესთან“ სერიაში „სასკი ბასკონიამ“ სხვაობა შეამცირა - ვიტორიელებმა მოქმედ ჩემპიონს საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში 88:83 აჯობეს. აღნიშნულ გამარჯვებაში საკმაო წვლილი შეიტანა გუნდის ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა.

შენგელია თანაგუნდელთა შორის ერთადერთი იყო, ვინც ამის გაკეთება მოახერხა, ხოლო უშუალოდ მატჩში მის გარდა მხოლოდ იან ვესელიმ უწია ორმაგ დუბლს (17 ქულა, 10 მოხსნა). რაც შეეხება „ბასკონიას” ქართველ კაპიტანს, 26 წუთში შენგელიამ 10 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა გაახერხა. მან ასევე 10-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიცენტმა 15 შეადგინა.

„ბასკონია“ ახლა უკვე 1:2 მარცხდება სერიაში, ხოლო მეოთხე მატჩი ისევ ვიტორიაში გაიმართება. თამაში 26 აპრილს ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]