weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

26 აპრილს თელ-ავივში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება

11:04 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

26-28 აპრილს ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მედლებისთვის 44 ქვეყნის 368 სპორტსმენი იბრძოლებს ვაჟთა და ქალთა შორის 7-7 წონით კატეგორიაში.

თელ-ავივში უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები. მთავარ მწვრთნელ ირაკლი ცირეკიძის მიერ მომზადებული გუნდიდან ისრაელში წარმატების მიღწევას 9 ძიუდოისტი შეეცდება.

ჩემპიონატის პირველ დღეს, 26 აპრილს, 60 და 66 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იჭიდავებენ, საქართველოს ღირსებას კი ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი და ვაჟა მარგველაშვილი დაიცავენ. 27 აპრილს გამარჯვებულები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან, მედლების მოპოვებას ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი შეეცდებიან, ჩემპიონატის ბოლო, მესამე დღეს კი ტატამზე ქართველთაგან ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+ 105 კგ) გავლენ.

ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს ტურნირის ოფიციალური კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართველ ძიუდოისტთა მეტოქები გამოვლიდნენ. კენჭისყრას ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ირაკლი ცირეკიძესთან ერთად, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ვლადიმერ ნუცუბიძე ესწრებოდნენ.

26 აპრილს წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათიდან იწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]