weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„თელავი“ საკუთარ მოედანზე „ნორჩ დინამოსთან“ დამარცხდა

11:52 პარასკევი, 27 აპრილი 2018

ეროვნული ლიგა 2-ის მე-8 ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თბილისის „ნორჩი დინამოს“ უმასპინძლა, 1:2 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად გაირთულა.

მატჩში ანგარიში თელაველთა მთავარმა მეგოლემ, გიორგი ნიქაბაძემ 34-ე წუთზე გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა გაათანაბრეს, საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე კი გამარჯვების გოლი გაიტანეს.

8 განვლილი ტურის შემდეგ „თელავს“ 11 ქულით ათგუნდიან გათამაშების სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია. მორიგ, მე-9 ტურის შეხვედრას გიორგი დეკანოსიძის გუნდი 30 აპრილს სტუმრად „ცხინვალთან“ გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]