weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ლევან გორგაძემ მე-10 გამარჯვება მიითვალა

15:11 პარასკევი, 26 მაისი 2017

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ტოკიოს ელიტარულ დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში“ მიმდინარე სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე მოგებათა რაოდენობა ათამდე გაზარდა.

აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა მე-13 ორთაბრძოლაში დასავლეთის მე-5 მაეგაშირა შოდაის სძლია და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში რჩება - ქართველი სეკიტორის წინ მხოლოდ 3 სუმოისტია: პირველ ადგილზე მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოა 13 გამარჯვებით, მეორეზე თერთმეტ-თერთმეტი გამარჯვებებით - კიდევ ერთი მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი, სეკივაკე ტაკაიასუ და ოძეკი ტერუნოფუჯი. სწორედ მათ შემდეგ მოდიან 10-10 გამარჯვებებით ლევან გორგაძე და მე-10 მაეგაშირა ურა. 

წარმატებული დღე ჰქონდა რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს. მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა გოლიათმა მე-9 რეიტინგის მქონე კოტოეკო დაჯაბნა და 5 მარცხის წილ მე-8 გამარჯვება იზეიმა. შედეგად, გაგამარუმ დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) და წოდებაში დაწინაურება გაინაღდა, ხოლო რამდენად დიდი იქნება ქართველი სუმოისტის წინსვლა, დარჩენილ ორ შეხვედრაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ გაგამარუს ძურიოს ჩემპიონობის შანსიც აქვს, რადგანაც სხვა ლიდერებსაც 8-8 მოგება აქვთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]