weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

14:43 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

კანადის ქალაქ მონრეალში გამართული მსოფლიო თასის გათამაშებაში საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრებმა გამოსვლა 7 მედლითა და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა. ერთადერთი ოქროს მედალი ირმა ხეცურიანმა დაისაკუთრა.

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში, გუნდურ შეჯიბრებაში 3 ვერცხლის მედალი აიღო, ინდივიდუალურში - 1 ვერცხლისა და 1 ოქროსი, ხოლო რაპირით ფარიკაობაში - 2 ბრინჯაოს მედალი.

რაპირით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ , რაპირით ფარიკაობის ფინალში ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ინდივიდუალურად კი ქართველმა ქალმა პარამოფარიკავეებმა 5 მედალი  - 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოაგროვეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]