weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„თელავმა“ მორიგი გამარჯვება სტუმრად „ცხინვალთან“ მოიპოვა

10:57 სამშაბათი, 01 მაისი 2018

ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მე-9 ტურის შეხვედრა მცხეთაში „ცხინვალთან“ გამართა და მეტოქე გუნდი მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი მე-19 წუთზე გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა. ამ გამარჯვებით თელავურმა კლუბმა 14 ქულა დააგროვა და ათგუნდიანი გათამაშების სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე აინაცვლა. „თელავი“ პირველადგილოსან „ვიტ ჯორჯიას“ 4 ქულით ჩამორჩება.

მორიგ, მე-10 ტურის შეხვედრას გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილი გუნდი 5 მაისს, ბათუმში ადგილობრივ „დინამოსთან“ გამართავს. შეგახსენებთ, რომ ამ ორი გუნდის დაპირისპირება პირველ წრეში „თელავის“ გამარჯვებით დასრულდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]