weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„ალაზანმა“ მორიგი გამარჯვება სტუმრად მოიპოვა

10:32 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

ღია ლიგაში მოასპარეზე გურჯაანის „ალაზანმა“ მორიგი შეხვედრა სტუმრად „გაგრას“ დუბლებთან ჩაატარა და მინიმალური სხვაობით მოიგო. ზედიზედ მოპოვებული 4 გამარჯვებით „ალაზანმა“ სატურნირო ცხრილში პირველობა შეინარჩუნა.

მუხრანში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე თორნიკე დანაჭრელაშვილმა გაიტანა და გურჯაანულ კლუბს ლიდერობა განუმტკიცა.

ოთხი ტურის შემდეგ ცხრაგუნდიან გათამაშებაში „ალაზანი“ 12 ქულით პირველ ადგილზეა, რაც შეეხება მის უახლოეს კონკურენტებს, „ცხინვალის“ დუბლებსა და „დიდუბეს“, ისინი მე-4 ტურის შეხვედრებს დღეს და ხვალ გამართავენ.

გურჯაანის „ალაზანი“ მორიგ მატჩს 15 მაისს, საკუთარ მოედანზე „გლდანთან“ ჩაატარებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]