weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რობერტ კობლიაშვილი ევროპის ჩემპიონია

15:04 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ევროპის ჩემპიონია. რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო სამეულები ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში შეივსო. საქართველოს ნაკრებს მონაწილე ხუთივე წონაში ჰყავდა და სამი მათგანი კვარცხლბეკზეც ავიდა.

კობლიაშვილის გარდა, საპრიზო ადგილებზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) გავიდნენ, რომლებიც ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

რობერტ კობლიაშვილმა ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა: ბულგარეთის ნაკრების წევრი ტარეკ მოჰამედი (5:1), შვედი ზაქარიას ბერგი (2:1) და ბელარუსი ნიკიტა კლიმოვიჩი (8:0), საჩემპიონო ბრძოლაში კი რუსეთის წარმომადგენელ ბეკხან ოზდოევს აჯობა – 3:2.

ნუგზარ წურწუმია საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაება და აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან ვერას გახდა (0:9), შემდეგ კი პირდაპირ რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, რუსეთის ნაკრების წევრ ვასილ ტოპოევს დაძაბულ ბრძოლაში მომგებიანი ფრით (6:6) აჯობა და ევროდებიუტი ბრინჯაოთი აღნიშნა.

იაკობ ქაჯაიას ოქროს მედლისკენ მიმავალი გზა ნახევარფინალში რუს ვიტალი შურთან წაგებით (4:5) ჩაეკეტა. იქამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა ესპანელი ხუან მენა (8:0) და უკრაინელი ვლადისლავ ვორონი (9:0) დაჩაგრა. ბრინჯაოს მედლისთვის ქაჯაია ბულგარელ მიროსლავ მეტოდიევს დაუპირისპირდა და ხუთი უპასუხო ქულა აუღო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]