weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოს თასი ქუთაისელმა კალათბურთელებმა ზედიზედ მეორედ მოიპოვეს

11:37 პარასკევი, 04 მაისი 2018

კალათბურთში საქართველოს თასის გამარჯვებული „ქუთაისი 2010“ გახდა. ქუთაისურმა კლუბმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში „კაკტუსი“ ანგარიშით 67:65 დაამარცხა და გასულ წელს მოპოვებული თასი შეინარჩუნა.

როგორც საბოლოო ანგარიშიდან ჩანს, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რაც განსაკუთრებით მატჩის დასკვნით ნაწილზე ითქმის, რადგან თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ქუთაისელები წინ იყვნენ და „კაკტუსელებმა“ ბოლო წუთებზე დაძაბეს სიტუაცია. პირველი პერიოდის 19:21 წაგების შემდეგ, ქუთაისელებმა თამაში დაალაგეს, მეორე პერიოდი მოიგეს და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ - 40:31. ქუთაისელებმა მესამე პერიოდში ლიდერობას კიდევ 2 ქულაც დაამატეს და წინ 13 ქულით გაიჭრნენ.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა „კაკტუსელებმა“ ბოლომდე იბრძოლეს და გმირობამდე ცოტა დააკლდათ –  ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა გაათანაბრა – 65:65, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე „კაკტუსი“ დაჯარიმდა და დვალიშვილმა 1 ზუსტი საჯარიმოთი „ქუთაისი 2010“ 66:65 დააწინაურა. „კაკტუსს” თამაშის გადასარჩენად 20 წამი ჰქონდა, თუმცა შეტევა შედეგიანად ვეღარ დააგვირგვინეს.

თასის მფლობელებს 19 ქულით ჯონათან ლიმ ულიდერა. 15 ქულა მოიპოვა დეჟუან რაიტმა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა ორმაგი დუბლი გაიფორმა – 13 ქულა, 10 მოხსნა.

„კაკტუსში” 18 ქულით ქრისტიან ჯონსონი გამოირჩა. 14 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა გიორგი ტურძილაძემ, ხოლო დეანდრე პარკსის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა.

მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ქუთაისელები თასით, მედლებითა და სიგელით საქრთველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა, ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ და ფედერაციის წარმომადგენელმა ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვეს.

თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ ქუთისელთა ამერიკელი ლეგიონერი ჯონათან ლი დასახელდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]