weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

სოლომონ კვერკველია რუსეთის ჩემპიონია

11:08 ორშაბათი, 07 მაისი 2018

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული, როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვის „ლოკომოტივი“ გახდა, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი სოლომონ (საბა) კვერკველია წარმატებით ასპარეზობს.

რუსეთის პრემიერ ლიგის ბოლოსწინა, 29-ე ტურში მოსკოველ რკინიგზელთა საფეხბურთო კლუბმა სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლა და რობერტო მანჩინის გაწვრთნილი გუნდი პორტუგალიელი ედერის გვიანი გოლით 1:0 დაამარცხა. „ლოკომოტივმა“ 60 ქულა დააგროვა და რადგან უახლოეს მდევარს, წინა წლის ჩემპიონ მოსკოვის „სპარტაკს“ მასთან ოთხქულიანი ჩამორჩენა აქვს, ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაიფორმა.

მოსკოვის „ლოკომოტივი“ 2004 წლის შემდეგ პირველად გახდა რუსეთის ჩემპიონი, საბა კვერკველია კი იური სიომინის გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლავთ. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა 28 მატჩში შეუცვლელად ითამაშა, ორი გადამწყვეტი გოლი გაიტანა (ტულას „არსენალთან“ 1:0 და ყაზანის „რუბინთან“ 1:1), უამრავჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში და რამდენჯერმე დასახელდა თვის საუკეთესო მოთამაშედ.

რუსეთის პრემიერ ლიგის მოგებით „ლოკომოტივი“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ კალათში იქნება განთესილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]