weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

დავით ხოჭოლავამ უკრაინის თასი მოიგო

12:02 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

დონეცკის „შახტარმა“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა გამოდის, უკრაინის თასის ფინალში 2:0 სძლია კიევის „დინამოს“ და ზედიზედ მესამედ, სულ კი მე-12-ედ დაეუფლა ხსენებულ ტიტულს.

დნეპრში გამართულ ფინალურ მატჩში ქართველი ცენტრალური მცველი მინდორზე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შევიდა.

აღსანიშნავია, რომ კიევის „დინამოში“ 86-ე წუთიდან ითამაშა ახლო წარსულში ქართველი თავდამსხმელის, კლიმენტი (კობა) წიტაიშვილის 18 წლის ვაჟმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც კიეველთა აკადემიის აღზრდილია და უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში აქვს ნათამაშევი.

აქვე გეტყვით, რომ უახლოეს დღეებში ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონობასაც გაინაღდებს - უკრაინის პრემიერ ლიგაში ორი ტურია დარჩენილი და „შახტარს“ ჩემპიონობამდე ერთი მოგებაღა აკლია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]