weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ძიუდოს ფედერაციაში მდგომარეობის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

12:44 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებს და ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის მიმართ ძიუდოისტების მიერ წამოყენებულ ბრალდებებს შეისწავლის.

„ჩვენ შევთანხდმით იმაზე, რომ სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტის და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია ჩამოყალიბდა, რომელმაც ფედერაციიდანგამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც იყო ამ დღეებში საუბარი. ძალიან მალე მოხდება ყველა ამ საკითხისშესწავლა. გარანტიას ვაძლევთ, რომ ვიქნებით აბსოლუტურად მიუკერძოებლები და ძალიან მკაცრები შეფასებაში. გადაწყვეტილებები მალე იქნება ცნობილი“, - განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შოთა ხაბარელის თქმით, ამ ეტაპზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

დღეს, 12:00 საათიდან ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა იმართება, რომელსაც ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებიც ესწრებიან. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

ძიუდოისტთა ნაწილმა ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა და მედლის გარეშე დარჩა.

4 მაისს, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ვარლამ ლიპარტელიანმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ამირან პაპინაშვილმა, ზებედა რეხვიაშვილმა, ადამ ოქრუაშვილმა და სხვებმა განაცხადეს, რომ ისინი არ გააგრძელებენ ვარჯიშს და მონაწილეობას აღარ მიიღებენ შეჯიბრებებში, ვიდრე ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს.ისინი ფედერაციის პრეზიდენტს ერთპიროვნულ მართვასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.

5 მაისს, აღმასკომთან შეხვედრის შემდეგ ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]