weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„თელავმა“ საკუთარ მოედანზე მარტვილის „მერანი“ დაამარცხა

14:13 კვირა, 13 მაისი 2018

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგა 2-ის მე-11 ტურის მატჩში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე მარტვილის „მერანი“ 2:1 დაამარცხა და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის (0:1) რევანში აიღო.

თელაველთა რიგებიდან გოლები გიორგი ნიქაბაძემ და ფირუზ მარაქველიძემ გაიტანეს.

ამ დროისთვის „თელავს“ 17 ქულა აქვს და ათგუნდიანი გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზეა.

მორიგ, მე-12 ტურის შეხვედრას გიორგი დეკანოსიძის გუნდი 18 მაისს სტუმრად „გაგრასთან“ გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]