weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონია

11:49 ორშაბათი, 14 მაისი 2018

უკრაინის პრემიერ ლიგაში გამარჯვებულის ვინაობა გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაირკვა - ჩემპიონის ტიტული დონეცკის საფეხბურთო კლუბმა „შახტარმა“ მოიპოვა, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა ასპარეზობს.

პორტუგალიელი პაულო ფონსეკას გაწვრთნილმა „შახტარმა“ ჩემპიონატის ბოლო რაუნდში ხარკოვის სტადიონზე, სადაც გუნდი აღმოსავლეთ უკრაინის პოლიტიკური მოვლენების გამო საშინაო მატჩებს მართავს, როვნოს „ვერესი“ 1:0 დაამარცხა და უახლოესი მდევარისგან, კიევის „დინამოსგან“ მიუწვდომელი გახდა. დონეცკურმა კლუბმა უკრაინის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ, სულ კი მე-11-ედ მოიგო.

ხსენებულ შეხვედრაში ხოჭოლავა სათადარიგო იყო, 2017-2018 წლების უკრაინის ჩემპიონატში კი სულ 13 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა რამდენიმე დღის წინ გუნდთან ერთად უკრაინის თასიც მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]