weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ებრაული საფეხბურთო კლუბის ახალი სახელი „ბეითარ ტრამპ იერუსალიმი“ იქნება

14:42 ორშაბათი, 14 მაისი 2018

ისრაელის ერთ-ერთი ცნობილი საფეხბურთო კლუბი იერუსალიმის „ბეითარი“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპატივსაცემოდ სახელს იცვლის. საფეხბურთო კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ამიერიდან კლუბის სახელი „ბეითარ ტრამპ იერუსალიმი“ იქნება.

„იერუსალიმი 70 წელი ელოდა საერთაშორისო აღიარებას, იქამდე სანამ პრეზიდენტი ტრამპი გამბედავი ნაბიჯით იერუსალიმს ისრაელის სამუდამო დედაქალაქად გამოაცხადებდა. პრეზიდენტმა ტრამპმა ებრაელ ხალხს სიმამაცე და ნამდვილი სიყვარული უჩვენა.

საფეხბურთო კლუბი „ბეითარი“, როგორც ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო, მოხარულია დააფასოს პრეზიდენტი ტრამპი მისი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. კლუბის თავმჯდომარემ და მფლობელმა ელი ტაბიბმა, აღმასრულებელ დირექტორ ელი ოჰანასთან ერთად გადაწყვიტა, კლუბის სახელწოდებაში აშშ-ის იმ პრეზიდენტის გვარი დაამატოს, რომელმაც ისტორია შექმნა. ამიერიდან ჩვენ „ბეითარ ტრამპ იერუსალიმი“ გვერქმევა. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპისადმი უდიდესი სიყვარული გვამოძრავებს და ეს გაიმარჯვებს“, - ნათქვამია ებრაული საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.

საფეხბურთო კლუბი „ბეითარი“ 1936 წელს დაარსდა. საშინაო შეხვედრებს გუნდი იერუსალიმში სტადიონ „ტედიზე“ მართავს. „ბეითარი“ ისრაელის ექვსგზის ჩემპიონი და ისრაელის თასის შვიდგზის მფლობელია. ისრაელის წლევანდელ ჩემპიონატში კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]