weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გურჯაანის „ალაზანმა“ ხუთი მატჩიდან ხუთივე მოიგო

21:43 სამშაბათი, 15 მაისი 2018

ღია ლიგაში მოასპარეზე გურჯაანის „ალაზანმა“ მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა და „გლდანს“ სამბურთიანი სხვაობით სძლია. ხუთი ჩატარებული მატჩის შემდეგ გურჯაანის საფეხბურთო გუნდი კვლავაც გათამაშების ლიდერია.

„გლდანთან“ შეხვედრაში „ალაზანი“ სწრაფი გოლით დაწინაურდა - ანგარიში თორნიკე დანაჭრელაშვილმა გახსნა. ამის შემდეგ თამაში გურჯაანელთა კარნახით მიმდინარეობდა და რამდენიმე რეალური მომენტის შექმნის შემდეგ მეორე გოლიც გავიდა: სტანდარტული სიტუაციისას შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა დავით მამულაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში „ალაზანმა“ კიდევ უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა ხან სტუმარ გლდანელთა მეკარე თამაშობდა კარგად, ხანაც მასპინძლები მოიკოჭლებდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში. ამის მიუხედავად, მესამე გოლი მაინც გავიდა - შეხვედრის მიწურულს შეცვლაზე შესულმა მოთამაშე-მწვრთნელმა ოთარ ვარამიშვილმა საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა.

ამრიგად, გურჯაანის „ალაზანი“ ცხრაგუნდიან გათამაშების სატურნირო ცხრილს 5 ტურის თავზე დაგროვილი 15 ქულით უპირობოდ ლიდერობს. მომავალ შეხვედრას გუნდი 22 მაისს სტუმრად „დიდუბესთან“ გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]