აგვისტო 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

11:17 - 17 მაისი 2018 hits 688

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა მსოფლიო პირველობისთვის გაფართოებული შემადგენლობის ნაცვლად პირდაპირ იმ 23 ფეხბურთელისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომლებიც რუსეთში გასამართ მუნდიალზე ალბიონელთა ღირსებას დაიცავენ. აღსანიშნავია, რომ გუნდში ლეგიონერი არაა და ყველა ფეხბურთელი ინგლისური კლუბებიდანაა.

მთავარი ინტრიგა ეროვნულ გუნდში ჯო ჰარტის არყოფნაა. „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ მეკარე, რომელიც ბოლო პერიოდში ნაკრების შეუცვლელი ფიგურა იყო, მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა.

ტრავმის გამო კი ინგლისელებმა „ლივერპულის“ შუახაზელი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მოინაკლისეს.

სხვადასხვა მიზეზების გამო განაცხადს მიღმა ასევე დარჩნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: მეკარე ფრეიზერ ფორსტერი, ქრის სმოლინგი, ნათანიელ კლაინი, ჯო გომესი, ადამ ლალანა, ჯეკ უილშერი, დანიელ სტარიჯი და სხვა.

ინგლისის ნაკრების სამუნდიალე 23-კაციანი შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ჯეკ ბატლენდი (სტოკ სიტი), ნიკ პოუპი (ბარნლი).

მცველები: კაილ უოკერი, ჯონ სტოუნზი, ფაბიან დელფი (სამივე - მანჩესტერ სიტი), ეშლი იანგი, ფილ ჯონსი (ორივე - მანჩესტერ იუნაიტედი), კირან ტრიპიე, დენი როუზი (ორივე - ტოტენჰემ ჰოტსპური), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ჰარი მაგუაირი (ლესტერ სიტი), გარი კეიჰილი (ჩელსი).

ნახევარმცველები: ერიკ დაიერი, დელე ალი (ორივე - ტოტენჰემ ჰოტსპური), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერ იუანიტედი), რუბენ ლოფტუს-ჩეკი (კრისტალ პალასი).

თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ჯეიმი ვარდი (ლესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემ ჰოტსპური), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენი უელბეკი (არსენალი).

ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ტუნისს (18 ივნისი), პანამასა (24 ივნისი) და ბელგიას (28 ივნისი) დაუპირისპირდება. მანამდე კი „სამი ლომი“ საშინაო ამხანაგურ შეხვედრებს ნიგერიასა (2 ივნისი) და კოსტა რიკასთან (7 ივნისი) გამართავს.

 

ამ თემაზე:

ბრაზილიის ნაკრების სამუნდიალე შემადგენლობა ცნობილია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]