weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საფრანგეთის ნაკრებმა სამუნდიალე შემადგენლობა გამოაქვეყნა

10:37 პარასკევი, 18 მაისი 2018

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა დიდიე დეშანმა რუსეთში გასამართი მსოფლიო პირველობისთვის 23 ფეხბურთელისგან დაკომპლექტებული განაცხადი გამოაქვეყნა. მოახლოებული ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ გუნდში რამდენიმე სიახლეა.

ორი დღის წინ ევროპა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმის გამო განაცხადში ვერ მოხვდა „მამლების“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე დიმიტრი პაიეტი. მანამდე ასევე ტრავმის გამო ცნობილი გახდა, რომ მუნდიალზე „არსენალის“ წევრი, ერთ-ერთი წამყვანი მცველი ლორან კოსიელნი ვერ ითამაშებდა.

გარკვეულწილად მოულოდნელობად შეფასდა დეშანის მხრიდან ისეთ ფეხბურთელებზე უარის თქმა, რომლებიც ბოლო პერიოდში სამფეროვანთა რიგებში რეგულარულად ხვდებოდნენ, თუმცა რუსეთში წასასვლელი ბილეთი მათთვის აღარ აღმოჩნდა, ესენი არიან: ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი), კინგსლი კომანი (ბაიერნი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუკა დინი (ბარსელონა), ადრიენ რაბიო (პსჟ), მუსა სისოკო (ტოტენჰემი).

ფრანგთა ეროვნულ გუნდში, სადაც სხვა ნაკრებებს შორის ალბათ ყველაზე დიდი კონკურენცია იყო, სიურპრიზი შეიძლება ეწოდოს სტივენ ნზონზის, ლუკა ერნანდესის, ბენჟამინ მენდისა და ბენჟამინ პავარის მოხვედრას.

ამრიგად, რუსეთის სტადიონებზე საფრანგეთი შემდეგი ფეხბურთელებით ეცდება წარმატების მიღწევას:

მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემ ჰოტსპური), სტივ მანდანდა (მარსელი), ალფონს არეოლა (პარი სენ-ჯერმენი).

მცველები: რაფაელ ვარანი (მადრიდის რეალი), სამუელ უმტიტი (ბარსელონა), ბენჟამინ მენდი (მანჩესტერ სიტი), ბენჟამინ პავარი (შტუტგარტი), ლუკა ერნანდესი (მადრიდის ატლეტიკო), ადილ რამი (მარსელი), ჯიბრილ სიდიბე (მონაკო), პრესნელ კიმპემბე (პარი სენ-ჟერმენი).

ნახევარმცველები: ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), კორენტინ ტოლისო (ბაიერნი), სტივენ ნზონზი (სევილია), ტომა ლემარი (მონაკო).

თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი (მადრიდის ატლეტიკო), ოლივიე ჟირუ (ჩელსი), უსმან დემბელე (ბარსელონა), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), ფლორიან ტოვენი (მარსელი), ნაბილ ფეკირი (ლიონი).

C ჯგუფში განთესილი საფრანგეთის ნაკრები საწყის ეტაპზე ავსტრალიასთან (16 ივნისი), პერუსა (21 ივნისი) და დანიასთან (26 ივნისი) ითამაშებს. მანამდე დიდიე დეშანის გუნდი სამ მოსამზადებელ ამხანაგურ შეხვედრას საკუთარ სტადიონებზე გამართავს: ირლანდიასთან (28 მაისი), იტალიასთან (1 ივნისი) და შეერთებულ შტატებთან (9 ივნისი).

 

ამ თემაზე:

ბრაზილიის ნაკრების სამუნდიალე შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]