weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„თელავმა“ ლიგა 2-ში ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა

10:36 შაბათი, 19 მაისი 2018

ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ სტუმრად „გაგრასთან“ გამართული მე-12 ტურის შეხვედრა ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილში ერთი პოზიციით დაქვეითდა.

საქართველოს ნაკრების ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართულ მატჩში ანგარიში „გაგრამ“ სწრაფი გოლით მე-9 წუთზე გახსნა. თელაველთაგან გამათანაბრებელი გოლი 84-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი მასპინძელთა მეკარე ვადიმ შევჩუკს გიორგი ხარებაშვილის ახლო მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი სასწაულებრივად რომ არ აეღო, „თელავი“ 3 ქულას აიღებდა.

სხვათა შორის, გუნდებს შორის პირველ წრეში ჩატარებული შეხვედრაც 1:1 მორჩა.

12 განვლილი ტურის შემდეგ „თელავს“ 18 ქულა აქვს და ათგუნდიანი გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა.

მორიგ, მე-13 ტურის შეხვედრას გიორგი დეკანოსიძის გუნდი 25 მაისს, სტუმრად მცხეთაში გამართავს და პირველადგილოსან „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]