weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მესიმ სარეკორდო „ოქროს ბუცი“ მოიგო

12:02 ორშაბათი, 21 მაისი 2018

კატალონიური „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი 2017-2018 წლების სეზონის „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა, რომელიც ევროპის მასშტაბით შიდა ჩემპიონატებში ყველაზე მეტი გოლის გამტან ფეხბურთელებს გადაეცემათ.

ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებულ 36 მატჩში არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 34 გოლი გაიტანა. „ოქროს ბუცის“ მაძიებელთა შორის მეორე ადგილზე „ლივერპულის“ ეგვიპტელი ფორვარდი მოჰამედ სალაჰი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ინგლისელ ფორვარდ ჰარი კეინს ხვდა წილად:

  1. ლიონელ მესი - 34 გოლი (68 ქულა)
  2. მოჰამედ სალაჰი - 32 გოლი (64 ქულა)
  3. ჰარი კეინი - 30 გოლი (60 ქულა)

აღსანიშნავია, რომ ხსენებული პირადი საფეხბურთო ჯილდო მესიმ მეხუთედ მოიგო და რეკორდი დაამყარა - აქამდე ხუთჯერ „ოქროს ბუცი“ არცერთ მოთამაშეს არ მიუღია. „ბარსელონას“ ათიანმა ჯილდო 2010 (34 გოლი), 2012 (50 გოლი), 2013 (46 გოლი) და 2017 (37 გოლი) წლებშიც მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]