weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს

13:53 ორშაბათი, 21 მაისი 2018

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროსა და 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართული ტურნირზე პირველად საქართველოს ჰიმნი დიმიტრი ხაჩიძემ (48 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (80 კგ) ააჟღერეს. ხაჩიძემ საწყის რაუნდებში უნგრელი გაბორ კოვაჩი და პოლონელი ტომაშ სკჟიპჩაკი ერთნაირი ანგარიშით – 9:0 გაანადგურა, ნახევარფინალში კი სომეხ გარნიკ ჰოვანისიანსაც იოლად აჯობა – 12:3. გადამწყვეტ შერკინებაში ხაჩიძემ რუსი ისლამ ალიევთან რთული ბროლა გადაიტანა და 5:2 იმარჯვა.

ცოფურაშვილმა ფინალის გზაზე 4 მეტოქე ჩამოიცილა. რუმინელ ანდრეი ბარბულს 11:2 სძლია, სლოვაკი არონ ჩოერგო წმინდად დაამარცხა, თურქ ფურქან ბაირაქთარს კი 16:4 მოუგო. ქართველ მოჭიდავეს ყველაზე მეტად ნახევარფინალში გაუჭირდა, სადაც რუს აუეს გონიბოვს გადაეყარა და 5:4 იმარჯვა. ფინალში ცოფურაშვილის პირისპირ ბერძენი დიმიტრის ცუმპანუდისი დადგა, რომელსაც ჩვენებურმა საქმე ვადაზე ადრე მოუთავა – 13:5.

ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხა მძიმეწონოსანმა მათე გოქაძემ (110 კგ). ის ევროპის ჩემპიონატში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაება, სადაც უკრაინელ მიხაილო ვიშნივეცკის 8:0 მოუგო, ნახევარფინალში კი ჩეხ მარჩელ ალბინის ვერ გაუმკლავდა – 0:6. შედეგად, ქართველი მოჭიდავე სანუგეშო ტურნირში აღმოჩნდა და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბულგარელი კამენ პეტროვი 10:1 გაანადგურა.

ევროპირველობის დასკვნით დღეს ჩემპიონი გიორგი თოხაძე (51 კგ) გახდა, მე-2 ადგილი კი გიორგი ჩხიკვაძემ (60 კგ) დაიკავა.

თოხაძემ ფინალამდე 4 მეტოქე დაჯაბნა. ჭაბუკმა ფალავანმა გზიდან ლიტველი ადომას გრიგალიუნასი (8:0), ფრანგი იაზიდ გარბი (6:0), პოლონელი მილოშ კუზნია (8:0) და სომეხი რობერტ კარაპეტიანი (7:4) ჩამოიცილა. გადამწყვეტ შერკინებაში გიორგის მეტოქე რუსი არტიომ მოროზოვი გახლდათ – 10:0.

ჩხიკვაძემ გზიდან ასევე ლიტველი ვილიუს სავიცკასი (3:1), ლუკა პრიჰისტალი (10:2), უნგრელი ატილა ტოესმაგი (7:3) და პოლონელი კჟიშტოფ სტეფანი (9:0) ჩამოიცილა და ფინალშიც 3:0 დაწინაურდა სომეხ საჰაკ ჰოვანიასიანთან, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 3:5 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 118 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა, პირველობა რუსეთს ერგო 176 ქულით, მესამე კი თურქეთი იყო 117 ქულით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]