weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ტოჩინოშინი ზედიზედ 10 გამარჯვებით წოდებაში წინსვლას მიუახლოვდა

13:22 სამშაბათი, 22 მაისი 2018

მაისის სუპერტურნირზე ბრწყინვალედ მოასპარეზე ლევან გორგაძემ 10 ჩატარებული ორთაბრძოლიდან უკლებლივ ყველა მოიგო, რითაც წოდებაში დაწინაურება თითქმის გაინაღდა. სეკივაკეს (მე-3 რანგი) წოდების მქონე ტოჩინოშინი დიდი ალბათობით, მე-2 რანგის სუმოისტი - ოძეკი გახდება.

ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე, ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში მე-10 ორთაბრძოლისას ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდების მქონე ჩიიოტაირიუ იყო. გორგაძემ იაპონელი მეტოქე ჰაერში ორჯერ აწევით დოჰიოდან გადაიყვანა.

აქვე გეტყვით, რომ ოძეკის წოდების მისანიჭებლად ტოჩინოშინს ერთი გამარჯვებაღა სჭირდება, შემდეგი შეხვედრა კი რანგით დაბალ მეტოქესთან ელის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]