weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გურჯაანის „ალაზანი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა

11:44 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

ღია ლიგის პირველადგილოსანმა გურჯაანის „ალაზანმა“ მე-6 ტურის მატჩი სტუმრად დუშეთში, მეორეადგილოსან „დიდუბესთან“ გამართა და პრინციპულ შეხვედრაში 0:2 დამარცხდა.

შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი მსაჯის გადაწყვეტილებებმა გაარკვია: გაძევება, ორი არდანიშნული თერთმეტმეტრიანი, არჩათვლილი გოლი და სხვა. „დიდუბემ“ ანგარიში საწყის წუთებში გახსნა, შემდეგ თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა იყო არასწორი მსაჯობა და ბევრი უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, რამაც საბოლოო შედეგზე მოახდინა გავლენა. „დიდუბემ“ კი მეორე გოლი მატჩის მიწურულს, კომპენსირებულ დროში გაიტანა.

მარცხის მიუხედავად, „ალაზანმა“ ცხრაგუნდიან გათამაშების ცხრილში ლიდერობა 15 ქულით შეინარჩუნა, თუმცა „დიდუბე“ მას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

მომდევნო შეხვედრას „ალაზანი“ 30 მაისს საკუთარ მოედანზე „ცხინვალის“ დუბლებთან გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]