weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლონდონის „არსენალს“ უნაი ემერი გაწვრთნის

14:51 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

საფეხბურთო კლუბ ლონდონის „არსენალს“ გასულ კვირას „პარი სენ-ჟერმენიდან“ გათავისუფლებული მწვრთნელი უნაი ემერი ჩაიბარებს, რომელიც ლონდონურ კლუბში არსენ ვენგერს შეცვლის. 46 წლის ბასკი სპეციალისტი „მეთოფეებს“ მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაწვრთნის.

უნაი ემერი „პარი სენ-ჟერმენშიც“ ორი სეზონი მუშაობდა და პარიზულ კლუბთან ერთად ერთხელ საფრანგეთის ჩემპიონატი, ორჯერ საფრანგეთის თასი, ორჯერ საფრანგეთის ლიგის თასი და ორჯერ საფრანგეთის სუპერ თასი მოიგო. აქვე შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ იგი თომას ტუხელმა შეცვალა.

მანამდე უნაი ემერი „სევილიას“ წვრთნიდა, სადაც UEFA-ს ევროპა ლიგა სამჯერ ზედიზედ მოიგო 2014, 2015 და 2016 წლებში. 2014 წელს იგი ევროპის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

რაც შეეხება არსენ ვენგერს, შეგახსენებთ, რომ ფრანგი მწვრთნელი „არსენალს“ 1996 წლიდან ედგა სათავეში და ლონდონურ კლუბთან ერთად სამჯერ ინგლისის ჩემპიონატი (1998, 2002 და 2004 წლებში), შვიდჯერ ინგლისის ასოციაციის თასი და შვიდჯერ ინგლისის სუპერ თასი (Community Shield) მოიგო, თითოჯერ კი UEFA-ს თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ათამაშა გუნდი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]