weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მოჰამედ სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

10:20 ორშაბათი, 28 მაისი 2018

მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში დაშავებული მოჰამედ სალაჰი ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოახლოებულ მუნდიალზე ასპარეზობას შეძლებს. თავდაპირველად ითქვა, რომ „ლივერპულის“ ეგვიპტელი ლიდერი მხრის ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებდა.

პირველი რენტგენის შემდეგ გაირკვა, რომ სალაჰის ტრავმა არცთუ სერიოზულია, რადგან მოტეხილობა არაა.

სხვადასხვა გამოცემებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინალის შემდეგ, სალაჰმა მშობლებს დაურეკა და დაარწმუნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს.

ამ დროისთვის უცნობია, ემუქრება თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის გაცდენა „რეალის“ მარჯვენა მცველ დანი კარვახალს, რომელმაც სალაჰის მსგავსად ტრავმის გამო ფინალში ნაადრევად დატოვა მოედანი. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ორი წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმის გამო კარვახალმა ევრო 2016 გამოტოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]