weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„ლივერპულის“ მეკარეს ოჯახის მოკვლით დაემუქრნენ

10:38 სამშაბათი, 29 მაისი 2018

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, „ლივერპულის“ გერმანელ მეკარეს, ლორის კარიუსს მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომების გამო მკვლელობით ემუქრებიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუქარა არა მხოლოდ ლორის კარიუსის მიმართ, არამედ გერმანელი მეკარის ოჯახის მიმართაც ისმის. მერსისაიდული პოლიცია საქმეში ჩართულია და გამოიძიებს ყველა იმ მკვლელობის შემცველ მუქარას, რომელიც ლორის კარიუსმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლორის კარიუსის ორი უხეში შეცდომის შედეგად „ლივერპულმა“ ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ 1:3 წააგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]