weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

საქართველოს ნაკრებმა „ფრანგი ბარბაროსები“ დაამარცხა

23:56 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

ამხანაგური მატჩი, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნა, „ბორჯღალოსნებმა“ საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ფრანგულ გუნდ „ბარბაროსებს“ მინიმალური სხვაობით, 16:15 სძლიეს.

თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო, თუმცა სოსო მათიაშვილმა  ჩვენი გუნდი 2 საჯარიმოთი წინ გაიყვანა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ „ბორჯღალოსნების“ დაცვამ შეცდომა დაუშვა, რასაც გაშვებული ლელო და ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 6:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ბრწყინვალე გარღვევის შედეგად ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა. შემდეგ ფრანგებმა საჯარიმოში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს - 11:10, სანდრო თოდუამ კი საპასუხოდ ლელო გაიტანა, მათაიშვილმა გარდასახვა - ვერა.

ბოლოს, მეტოქემ დამატებულ დროში ლელო დადო, გარდასახვა ვერ გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

თამაშის დასრულების შემდეგ „ბორჯღალოსნები“ ოკეანეთის ტურნეში წყნარი ოკეანის თასზე, ფიჯიზე გაემგზავრნენ, სადაც ტონგას (9 ივნისი) და ფიჯის (16 ივნისი) ნაკრებებს შეერკინებიან. ტურნეს ბოლო მატჩში „ბორჯღალოსნები“ იაპონიას (23 ივნისი) იმ სტადიონზე ეთამაშებიან, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს ვეთამაშებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]