weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზიდანი „რეალიდან“ წავიდა

10:28 პარასკევი, 01 ივნისი 2018

ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ბოლო სამი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა ფრანგმა სპეციალისტმა წასვლის შესახებ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზიდანის თქმით, ამ დროს წასვლა მისთვის, გუნდისა და კლუბისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო და მიაჩნია, რომ „რეალში“ ცვლილებების დროა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად წავა ზინედინ ზიდანი, ასევე უცნობია, თუ ვინ შეცვლის ზიდანს მადრიდის „სამეფო კლუბის“ მესაჭის პოსტზე, თუმცა უკვე სახელდება სავარაუდო კანდიდატები, ესენი არიან: სანტიაგო სოლარი, გუტი, მიჩელი, ხოსე მიგელი, არსენ ვენგერი, ანტონიო კონტე, მაურისიო პოჩეტინო და ლორან ბლანი.

რაც შეეხება ზიდანს, მან „რეალი“ 2015-2016 წლების შუა სეზონში, რაფაელ ბენიტესის ვადაზე ადრე გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა და სამ სეზონში გუნდთან ერთად სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპის სუპერ თასი, ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერ თასი და ორჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]