weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონია

10:17 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩატარებულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ზვიად პატარიძე (130 კგ) და რამაზ ზოიძე ავიდნენ, ლერი აბულაძე (63 კგ) და დათო ჩხარტიშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს კი დაეუფლნენ.

ზოიძემ ძალიან რთული გზა გაიარა. ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელი ულვუ განიზადე 4:1 დაამარცხა, შემდეგ რუს ნარეკ ოგანიანს 6:3 მოუგო, ნახევარფინალში კი უნგრელ ტამაშ ლევაის სუფთად სძლია. ფინალში რამაზის მეტოქე თურქი ჩენგიზ არსლანი იყო, რომელიც ქართველმა 3:2 დაამარცხა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 121 ქულა მოაგროვა და როგორც აღვიშნეთ, მე-3 საფეხურზე აღმოჩნდა, მასზე წინ კი რუსეთი (161) და თურქეთი (142) გავიდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]