weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ბეშიქთაში“ კატის გამო ფინანსურად დასაჯეს

12:49 პარასკევი, 08 ივნისი 2018

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და სტამბოლის „ბეშიქთაში“ ფინანსურად დააჯარიმა. საინტერესო კი ამ ყველაფერში სასჯელის მიზეზია.

საქმე ისაა, რომ განვლილ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, როდესაც „ბეშიქთაში“ მიუნხენის „ბაიერნს“ მასპინძლობდა, მოედანზე კატა შევიდა, მსაჯმა კი თამაში სულ რაღაც 1 წუთით გააჩერა.

მარტში მომხდარ ხსენებულ ფაქტზე UEFA-ში იმსჯელეს და თურქული გუნდი 34 000 ევროს ოდენობით დააჯარიმეს.

ეს გადაწყვეტილება კიდეც უფრო უცნაურად ჩანს იმის ფონზე, რომ UEFA-მ წელს სხვა გაცილებით მძიმე დარღვევებზე ნაკლები სიმკაცრე გამოიჩინა. მაგალითად, „ლივერპული“ მხოლოდ 29 000 ევროთი დააჯარიმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩისწინ გულშემატკივრების მხრიდან პეტარდების სროლის გამო, „ატლეტიკოს“ევროპა ლიგაზე, ასევე ქომაგთა უსაქციელობის გამო, მხოლოდ 18 000 ევროს ჯარიმა დააკისრა, ხოლო რუსეთის ნაკრები საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ რასისტული შეძახილების გამო 25 000 ევროთი დააჯარიმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]