weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ზაზა ნადირაძემ რუს მეტოქეს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა

17:20 კვირა, 10 ივნისი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კანოისტთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ქართველმა სპორტსმენმა ზაზა ნადირაძემ 200-მეტრიანი სპრინტი 39.200 წამში დაძლია, რუს ივან შტილს 0.024 წამით გაასწრო და ოქროს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილზე ბელარუსი არტსემ კოზირი გავიდა, რომელიც ზაზას 0.268 წამით ჩამორჩა.

გუშინ, პირველ ეტაპზე (C1 ჰითი), ზაზა ნადირაძემ 39.026 წამით 7 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ამ შედეგით პირდაპირ ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო.

ცოტა ხნის წინ, ზაზა სარალიძემ მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]