weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

როგორ იმუშავებს ვიდეო-რეფერი მსოფლიო ჩემპიონატზე

10:31 სამშაბათი, 12 ივნისი 2018

რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი პირველი იქნება, რომელზეც ვიდეორეფერის გამოიყენებენ. FIFA-ს მიერ დანერგილი სიახლე მოედანზე არსებულ მსაჯებს საკამათო ეპიზოდების გარჩევაში დაეხმარება.

FIFA-ს მიერ გამოქვეყნებულ თვალსაჩინო ვიდეორგოლში ახსნილია, თუ როგორ იმუშავებს სიახლე, რომელიც გასულ წელს რუსეთში გამართულ კონფედერაციათა თასზე უკვე გამოსცადეს.

მოსკოვში მდებარე საგანგებო ოფისში მყოფი 4 ვიდეო-ასისტენტი და 4 ოპერატორი სტადიონებზე ონლაინ-დახმარებას გაუწევენ მთავარ არბიტრებს და ზუსტ ინფორმაციას მიაწვდიან ისეთ სადაო საკითხებზე, როგორებიცაა: გოლი, პენალტი, წითელი ბარათი, ფეხბურთელთა იდენტიფიკაცია. ვიდეო-ასისტენტების ჯგუფი ასევე ზუსტად დააფიქსირებს თამაშგარე მდგომარეობის ეპიზოდს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]