weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

23-წლამდე მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 11 მედალი მოიპოვეს

14:10 სამშაბათი, 12 ივნისი 2018

ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა სტამბოლში გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯამში 11 მედალი აიღეს. ამათგან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 3 ოქროს და 2 ბრინჯას მედალია.

სოსო ჯაბიძის გაწვრთნილი ბერძნულ-რომაული გუნდის წევრთაგან ევროპოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ). მესამე საპრიზო ადგილები კი დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ) და ლერი აბულაძემ (63 კგ) დაიკავეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების წევრებმა ექვს წონაში შეძლეს საპრიზო სამეულში მოხვედრა, მაგრამ უმაღლესი სინჯის მედალს ვერცერთი შეწვდა -  ირაკლი მწითური (92 კგ) ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა, თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ზურაბ ჭიღლაძის გაწვრთნილმა გუნდმა სულ 119 ქულა მოაგროვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. ასევე მესამე გუნდური ადგილი დაიკავეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა (121 ქულით).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]