weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მუნდიალის რეკორდები რომელიც შესაძლოა წელს გაუმჯობესდეს

10:56 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს მრავალი საკუთარი რეკორდი აქვს, რომელიც როგორც წესი, ჩემპიონატიდან ჩემპიონატამდე იხსნება. წლევანდელ მუნდიალზე ასევეა შანსი რამდენიმე მიღწევა განმეორდეს ანდა გაუმჯობესდეს.

  • თუ ჩემპიონი გერმანია გახდება, იგი ბრაზილიის მიღწევას გაიმეორებს და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გახდება.
  • თუ ჩემპიონი გერმანია გახდება, მუნდიალის ზედიზედ მოგებით მესამე გუნდი გახდება, რომელიც ამას შეძლებს - აქამდე ორჯერ ზედიზედ იტალია (1934, 1938) და ბრაზილია (1958, 1962) გაჩემპიონდნენ.
  • თუ გერმანია გახდება ჩემპიონი, იოახიმ ლიოვი იტალიელ ვიტორიო პოცოს რეკორდს გაიმეორებს და მწვრთნელის რანგში მეორედ გახდება მსოფლიო ჩემპიონი.
  • თუ საფრანგეთი გაჩემპიონდება, მისი მწვრთნელი დიდიე დეშანი მესამე ადამიანი გახდება, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული ექნება როგორც ფეხბურთელს და ასევე როგორც - მწვრთნელს. ეს ჯერ მხოლოდ ორმა ადამიანმა, მარიო ზაგალომ და ფრანც ბეკენბაუერმა მოახერხეს.
  • გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატებზე ბოლოს 2010 წლის ნახევარფინალში წააგო, მას შემდეგ კი დაუმარცხებელია. ამ შედეგით „ბუნდესნაკრებს“ შანსი აქვს ბრაზილიელთა მიღწევა - ზედიზედ დაუმარცხებელი 13-მატჩიანი სერია გააუმჯობესოს.
  • ეგვიპტის ნაკრების 45 წლის მეკარე ესამ ელ-ჰადარი წელს რეკორდსმენი გახდება, როგორც - მუნდიალზე მონაწილე ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე. აქამდე არსებული რეკორდი კოლუმბიელ მეკარე ფარიდ მონდრაგონს ეკუთვნოდა, რომელმაც 2014 წლის მუნდიალზე 43 წლისამ ითამაშა.
  • მექსიკელი რაფაელ მარკესი თანამემამულე ანტონიო კარბახალისა და გერმანელი ლოთარ მათეუსის მიღწევას გაიმეორებს - სწორედ ხსენებულ ფეხბურთელებს უთამაშიათ ყველაზე მეტ, ხუთ მუნდიალზე. ხუთ მუნდიალზე იმყოფებოდა იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონიც, თუმცა 1998 წელს იგი სათადარიგო იყო და მოედანზე არ უთამაშია.
  • მექსიკელი რაფაელ მარკესი ერთადერთი ფეხბურთელი გახდება, რომელიც ხუთ მუნდიალზე უკაპიტნებს ეროვნულ გუნდს.
  • თუკი არგენტინელთა ლიდერი და კაპიტანი ლიონელ მესი წელს სამ გოლს მაინც გაიტანს, იგი თანამემამულე დიეგო მარადონას რეკორდს მოხსნის - კაპიტნის სამკლავურით მუნდიალზე ყველაზე მეტი, 6 გოლი სწორედ ლეგენდარულ არგენტინელს აქვს გატანილი.
  • მანუელ ნოიერს მსოფლიო ჩემპიონატებზე 7 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გოლი არ გაუშვია. რეკორდი კი 10 მატჩია, რომელიც პიტერ შილტონსა და ფაბიან ბარტეზს ეკუთვნით, ამრიგად გერმანელ მეკარეს წელს ამ მიღწევის გაუმჯობესების შესანიშნავი შანსი აქვს.
  • მუნდიალებზე პენალტების სერიაში ყველაზე მეტჯერ - ოთხჯერ არგენტინას და გერმანიას აქვთ მოგებული. თუ რომელიმე ამ ორი ნაკრებიდან კიდევ ერთს მოიგებს, მიღწევას გააუმჯობესებს.
  • მუნდიალებზე ყველაზე მეტჯერ - შვიდჯერ ერთმანეთს ორი გუნდი შეხვედრია: ბრაზილია-შვედეთი და გერმანია-არგენტინა. არსებობს იმის დიდი შესაძლებლობა, რომ რომელიმე წყვილის შეხვედრა წელს ისევ შედგეს, რითაც ეს რეკორდიც გაუმჯობესდება.
  • გერმანელ თომას მიულერს აქვს ყველაზე უკეთესი შანსი მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდეს. საამისოდ მან 6 გოლი უნდა გაიტანოს და თანამემამულე მიროსლავ კლოზეს დაეწიოს, რომელიც 16 გატანილი გოლით მუნდიალების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
  • თუ კრისტიანო რონალდო, რაფაელ მარკესი და ტიმ კეიჰილი ერთ გოლს მაინც გაიტანენ, პელეს, უვე ზეელერსა და მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდებიან, რომლებსაც ოთხ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე აქვთ გოლები გატანილი.
  • ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლი (171) ორ მუნდიალზე გავიდა: 1998 და 2014 წლებში. საინტერესოა, გაუმჯობესდება თუ არა რეკორდი წელს.
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]