weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ვინ დაასახელებენ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს

13:00 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

ყოველი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვლინდება ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე და ბომბარდირი. წელს ამ საპატიო წოდებებისთვის ბევრი ვარსკვლავი იბრძვის. საინტერესოა, ვინ არიან წელს FIFA-ს ტექნიკური სწავლების ჯგუფში (TSG), რომელიც სწორედ ხსენებულ წოდებებში დაასახელებს ფეხბურთელებს.

ტექნიკური სწავლების ჯგუფი FIFA-ში 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული მუშაობს, მასში არსებული ექსპერტთა გუნდი კი საუკეთესოებს ავლენს.

რუსეთში გასამართ მუნდიალზე ტექნიკური სწავლების ჯგუფის წლევანდელი შემადგენლობა, რომლებიც ყოფილი ფეხბურთელებითა და მწვრთნელებისგან შედგება, ასეთია:

კარლოს ალბერტო პარეირა (ბრაზილია) თავმჯდომარე

ემანუელ ამუნიკე (ნიგერია)

ველიბორ (ბორა) მილუტინოვიჩი (სერბეთი)

ალესანდრო ნესტა (იტალია)

მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია)

ენდი როქსბურგი (შოტლანდია)

ზემოთხსენებული გუნდი რუსეთში ჩატარებულ მუნდიალზე შემდეგ გამარჯვებულებს გამოავლენს:

საუკეთესო ფეხბურთელი - I ოქროს ბურთი, II ვერცხლის ბურთი, III ბრინჯაოს ბურთი

საუკეთესო ბომბარდირი - I ოქროს ბუცი, II ვერცხლის ბუცი, III ბრინჯაოს ბუცი

საუკეთესო მეკარე - ოქროს ხელთათმანი

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (1997 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული)

ე.წ. პატიოსანი თამაშის (Fair Play) პრიზი (გუნდისთვის)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]