აგვისტო 20, 2018
weather cur airplane horoscope tv

2026 წლის მუნდიალს აშშ-კანადა-მექსიკა უმასპინძლებს

16:36 - 13 ივნისი 2018 hits 357

მოსკოვში გამართულ FIFA-ს 68-ე საგანგებო კონგრესზე გადაწყდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელის ვინაობა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, მუნდიალი აშშ-კანადა-მექსიკის სტადიონებზე გაიმართება.

200 ხმის მიმცემი ქვეყნიდან ჩრდილო-ამერიკულ ტრიოს ხმა 134-მა (67%) მისცა, 65 ხმა (33%) კი მაროკოს კანდიდატურამ აიღო. აღსანიშნავია, რომ მაროკოს 2010 წელსაც სურდა მუნდიალის მასპინძლობა, როდესაც არჩევანი სხვა აფრიკულ ქვეყანაზე, სამხრეთ აფრიკაზე შეჩერდა.

მექსიკასა და შეერთებულ შტატებში მუნდიალი აქამდეც გამართულა: მექსიკამ 1970 და 1986 წლებში უმასპინძლა მსოფლიო პირველობას, აშშ-მა კი - 1994 წელს.

რაც შეეხება 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებს, წინასწარი შეთავაზებით, სამი ამერიკული მასპინძელი ქვეყანა შემდეგი ქალაქებით იქნება წარმოდგენილი:

აშშ - სიეტლი, სან ფრანცისკო, ლოს ანჯელესი, დენვერი, კანზას სიტი, დალასი, ჰიუსტონი, ცინცინატი, ნეშვილი, ატლანტა, ორლანდო, მაიამი, ვაშინგტონი, ბალტიმორი, ფილადელფია, ნიუ იორკი, ბოსტონი.

კანადა - ედმონტონი, მონრეალი, ტორონტო.

მექსიკა - მონტერეი, გვადალახარა, მეხიკო.

ცნობილია, რომ 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მონაწილე ეროვნულ ნაკრებთა გაზრდილი რაოდენობით გაიმართება. კერძოდ, 48 გუნდი სამგუნდიან 16 ჯგუფში იქნება განაწილებული, ჯგუფური ეტაპის შემდეგ კი 16 გუნდს შორის მერვედფინალიდან გაგრძელდება თასისთვის ბრძოლა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს, რომლის 4 ქალაქის 8 სტადიონზე ტურნირი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]