weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლევან მჭედლიძე „ემპოლიში“ რჩება

11:03 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

იტალიის ჩემპიონატ სერია A-ში ქართველი ფეხბურთელი კვლავ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე „ემპოლიში“ რჩება.

იტალიური გამოცემები წერენს, რომ „ემპოლი“ ამ ინფორმაციას სულ მალე ოფიციალურად გამოაცხადებს, რადგან მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ და პირობებზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძეს ტრავმის გამო გასული მთლიანი სეზონი გაუცდა და სერია B-ში თამაში არ მოუწია, „ემპოლიმ“ სერია B პირველ ადგილზე დაასრულა და ელიტას ქართველი წევრის გარეშე დაუბრუნდა.

მჭედლიძემ ბოლოს 2016-2017 წლების სეზონში ითამაშა „მილანის“ წინააღმდეგ, სადაც გოლი გაიტანა და მისმა გუნდმა 2:1 მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]